გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 16-წლამდე გუნდმა A ლიგაში პირველი მატჩი მოიგო. 16-წლამდელებმა ჰიუნდაი-მენსანას გაერთიანებულ გუნდს 14 ქულით აჯობეს და სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმეს. ორბიმ 68:54 მოიგო.
ჰიუნდაი-მენსანა პირველი მეოთხედის შემდეგ 26:19-ს იგებდა, თუმცა გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა პირველი ტაიმი 35:33 მოიგეს. მესამე მეოთხედი ორბის გამარჯვებით 19:14 დასრულდა და მეოთხე მეოთხედში კი ჩვენმა კალათბურთელებმა 14:7 გაიმარჯვეს.
ორბს 19 ქულით ნიკოლოზ ბაიდოშვილმა ულიდერა. დემეტრე დარჯანიას 18 ქულა ჰქონდა, ხოლო გუნდის კაპიტან დავით კავლელაშვილს 12 ქულა დაუგროვდა. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. 16-წლამდელები ოქტომბერში კიდევ ორჯერ ითამაშებენ: დინამოსთან (24 ოქტომბერი) და აჭარის ნაკრებთან (31 ოქტომბერი).