საკალათბურთო აკადემია ”ორბსა” და საკალათბურთო აკადემია ”Wiz Kids” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ჩვენს აკადემიებს შორის გაფორმებული შეთანხმება გულისხმობს ფართომასშტაბიან, სამომავლო თანამშრომლობას, რომელიც ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. საკალათბურთო აკადემია “Wiz Kids” შეძლებს თავისი პერსპექტიული, ნიჭიერი ბავშვები გაგზავნოს “ორბში”, სადაც ისინი კალათბურთში პროფესიონალური კარიერის დასაწყებად საჭირო გამოცდილებას მიიღებენ. ბავშვებს შანსი ექნებათ სუპერლიგის გუნდში მოხვედრის. ასაკობრივ A ლიგებში ასპარეზობისა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის.

ბავშვებს შეეძლებათ გამოიყენონ “ორბის” პლატფორმა მაქსიმალურად, რათა საკუთარი ნიჭი საერთაშორისო არენაზე გაიტანონ. ესპანურ კლუბ ხუვენტუდ ბადალონასთან გაფორმებული მემორანდუმი კი ტრამპლინი იქნება, რომ ჩვენი კლუბების აღზრდილები ესპანეთის უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში მოხვდნენ.

გამოიწერეთ WIZ KIDS-ის სოციალური ქსელი – Facebook