ორბი სუპერლიგის მეოთხე ტურში საკალათბურთო კლუბ რაშს დაუპირისპირდა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა ტყიბულში გამართული მატჩი 13 ქულით მოიგო და მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ორბიმ პირველ ტაიმი 18 ქულით მოიგო – 42:24. რაშმა მატჩის ბოლო პერიოდში სხვაობა 8 ქულამდე ჩამოიყვანა, თუმცა ჩვენმა გუნდმა შეხვედრა გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 83:70 დაფიქსირდა.

ჩვენს გუნდს თომას მურმა ულიდერა. მას 19 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დაუგროვდა. შონ მურს ორმაგი დუბლი ჰქონდა – 17 ქულა და 12 მოხსნა. ნიკოლა ჯურიჩმა 9 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გუნდის კაპიტნის, ბექა ლომაშვილის ანგარიშზე კი 6 პასი იყო.

ორბი ამ დროისთვის 3 მოგებითა და 1 მარცხით სუპერლიგის პირველ ადგილზეა. ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე გურჯაანის დელტა იქნება. მატჩი გურჯაანში ცხრა ნოემბერს გაიმართება. შეხვედრა 16:00–საათზე დაიწყება.