კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ორბიმ საქართველოს 18–წლამდე კალათბურთელთა A ლიგის მომდევნო ტურში ქუთაისთან სტუმრად ითამაშა და მეტოქე 11 ქულით დაამარცხა – 86:75.

კახა ტომარაძის გუნდმა პირველი პერიოდი 22:15 მოიგო, ხოლო შესვენებაზე მხოლოდ 5 ქულიანი უპირატესობით გავიდა – 42:37. ორბიმ მესამე პერიოდში 19:12 გაიმარჯვა და ბოლო მეოთხედს 12 ქულიანი უპირატესობით შეხვდა, მასპინძლებმა ბოლო მეოთხედი მხოლოდ ერთი ქულით მოიგეს და ორბიმ მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა.

საბა დარჯანიას საოცარი ორმაგი დუბლი ჰქონდა – 26 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი, 5 ჩაჭრა და 3 დაფარება. გუნდის კაპიტანი, ცოტნე რობაქიძე 18 ქულით, 8 მოხსსნითა და 5 პასით გამოირჩა. ანდრია ლომაშვილს 11 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა, ხოლო ალექს ვარდოშვილმა 10 ქულას 5 მოხსნა და 3 პასი მიუმატა.

ორბი ნოემბერში კიდევ სამ მატჩს გამართავს: მართვესთან 10 ნოემბერს, აკადემიასთან 18 ნოემბერს და ბრუკლინთან 26 ნოემბერს.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 16–წლამდე გუნდმა ქუთაისთან დიდი სხვაობით წააგო – 55:81. უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდს ნიკოლოზ ბაიდოშვილი აკლდა. გუნდის ერთ–ერთი ლიდერი ჯანმრთელობის პრობლემის გამო ქუთაისში ვერ გაემგზავრა და გუნდს ძალიან დააკლდა.

16–წლამდელები მომდევნო სამ მატჩს ამ გუნდებთან გამართავენ: ოვერტაიმი (14 ნოემბერი), აკადემია (22 ნოემბერი) და თსუ (28 ნოემბერი).