ქუთაისმა ზესტაფონში ორბი ბრძოლაში დაამარცხა
სუპერლიგის პირველი ტური ზესტაფონში დასრულდა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისმა იმერულ დერბიში ტყიბულის ორბს უმასპინძლა. შეხვედრას უმეტესწილად ქუთაისელები იგებდნენ, თუმცა ორბს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა. ბოლო პერიოდის შუაწელში, ბრაიან ბეიონის სამქულიანის შემდეგ ტყიბულელები 5 ქულით – 81:76 დაწინაურდნენ, თუმცა დარჩენილ დროში ლიდერობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისმა, რომელიც გამოცდილი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული, ბოლო წუთებზე პრაგმატულად […]