საკალათბურთო კლუბ ორბსა და ესპანურ კლუბ ჟუვენტუდ ბადალონას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

”ორბისა” და “ჟუვენტუდის” თანამშრომლობა ქართულ კალათბურთს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა თბილისში ერთობლივი კემპის ჩატარება. კემპი 10–დან 14 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. ბავშვები, რომლებიც კემპზე თავს გამოიჩენენ, მიიღებენ შანსს, რომ ესპანეთში წავიდნენ და კარიერა ჟუვენტუდ ბადალონას ასაკობრივ კლუბებში გააგრძელონ.

ორბი აქტიურად მუშაობს გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის.

თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილია ქართველი მწვრთნელების პროფესიული ზრდა და გადამზადება, მათი სემინარების და ტურნირებში მონაწილეობის გზით. კლუბში მიგვაჩნია, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული კალათბურთის გაძლიერებას, ჩვენი სპორტსმენების განვითარებასა და სამწვრთნელო შტაბის პროფესიულ ზრდას.

ესპანური კლუბი “ჟუვენტუდ ბადალონა” (Club Joventut Badalona) ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და წარმატებული საკალათბურთო აკადემიაა. ჟუვენტუდი 1930 წელს დაარსდა, კლუბს 4-ჯერ აქვს მოგებული ესპანეთის ჩემპიონატი, ხოლო ესპანეთის თასი 8-ჯერ. ესპანური გუნდი 1994 წელს ევროლიგის გამარჯვებულიც გახდა და 2008 წელს ფიბა ევროქაფიც მოიგო. ბადალონას ნიკოლა მიროტიჩი, მარკ და პაუ გასოლები, რიკი რუბიო და სხვა ბევრი ცნობილი კალათბურთელი ჰყავს აღზრდილი.

კემპზე დაგხვდებიან გამოცდილი ესპანელი მწვრთნელები, რომლებიც გაგიზიარებენ დიდი საკალათბურთო ქვეყნის ცოდნასა და გამოცდილებას.

კემპზე რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ – https://cutt.ly/JrNzHwHA