გია კაზანჯიანისა და შაკო ჩხიკვიშვილის გაწვრთნილმა 16-წლამდე გუნდმა A ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. 16-წლამდელებმა აჭარის ნაკრებს 36 ქულით აჯობეს და სეზონის მესამე გამარჯვება იზეიმეს. ორბიმ 92:56 მოიგო.
ჩვენი გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობა.
ორბს 16 ქულით გუნდის კაპიტანმა ულიდერა. 16 ქულის გარდა, დავით კავლელაშვილმა 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. 10 და მეტი ქულა მატჩში კიდევ ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო: ლუკა ჟვანია (13 ქულა), დემეტრე დარჯანია და გიორგი რაზმაძე (11–11 ქულა), დემეტრე კვიჭიძე (10 ქულა). გიორგი რაზმაძესა და დემეტრე კვიჭიძეს 18–18 მოხსნა დაუგროვდათ. ანდრია ცანკაშვილმა და ნიკოლოზ ახობაძემ შეხვედრა 9–9 ქულით დაასრულეს.
ნოემბრის კალენდარი უკვე ცნობილია. 16–წლამდელები მომდევნო ოთხ მატჩს ამ გუნდებთან გამართავენ: ქუთაისი (6 ნოემბერი), ოვერტაიმი (14 ნოემბერი), აკადემია (22 ნოემბერი) და თსუ (28 ნოემბერი).