გია კაზანჯიანისა და შაკო ჩხიკვიშვილის გაწვრთნილმა 16-წლამდე გუნდმა A ლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო. 16-წლამდელებმა ოვერტაიმს უმძიმეს ბრძოლაში აჯობეს. მატჩის დასრულებამდე 2,7 წამი იყო დარჩენილი და ჩვენი გუნდი 67:70-ს აგებდა. ნიკოლოზ ახობაძემ უმნიშვნელოვანეს მომენტში სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა – 70:70.

ოვერტაიმში ბრძოლა აღარ შედგა. ჩვენმა გუნდმა 15:3 მოიგო და მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა.

გიორგი რაზმაძეს საოცარი ორმაგი დუბლი ჰქონდა – 19 ქულა და 18 მოხსნა. გუნდის კაპიტანმა, ლუკა ჟვანიამ 18 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. ნიკოლოზ ახობაძეს 18 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 7 ჩაჭრა დაუგროვდა. დემეტრე დარჯანია 14 ქულით გამოირჩა, ხოლო ანდრია ცანკაშვილმა მატჩი 11 ქულით დაასრულა.

16–წლამდელები ნოემბერში მომდევნო ორ მატჩს ამ გუნდებთან გამართავენ: აკადემია (22 ნოემბერი) და თსუ (28 ნოემბერი).