ორბის აკადემია დიდ ყურადღებას აქცევს ქალთა კალათბურთის განვითარებას, სურს წვლილი შეიტანოს ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერებაში და ნაკრებისთვის აღზარდოს მოთამაშეები.
გოგონების გუნდს წვრთნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ზვიად დიდბარიძე. ასაკობრივი გუნდები რეგულარულად ასპარეზობენ შიდა და საერთაშორისო ტურნირებზე.