ქვეყნის ჩემპიონთა და ვიცე–ჩემპიონთან გამართული მატჩების შემდეგ, ჩვენს გუნდს სუპერლიგის მესამე ტურში კიდევ ერთი რთული მატჩი ჰქონდა. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი გუნდი გორში ივერიონს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 5 ქულით გაიმარჯვა – 90:85.

ორბი პირველ ტაიმში 10 ქულით იგებდა, თუმცა ივერიონმა ეს ჩამორჩენა აღმოფხვრა და პირველი ტაიმი 43:41 მოიგო. ორბი მეორე ტაიმში უფრო მოტივირებული გამოვიდა პარკეტზე. სტუმრებმა მესამე მეოთხედი 28:16 მოიგეს, ბოლო პერიოდში 21:26 დამარცხდნენ და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ორბს თომას მურმა ულიდერა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 3 მოხსნა და ერთი პასი დააკლდა – 22 ქულა, 7 მოხსნა და 9 პასი. გუნდის კაპიტანს, ბექა ლომაშვილს 16 ქულა, 6 მოხსნა და ერთი პასი ჰქონდა. შონ მურმა შეხვედრა საოცარი ორმაგი დუბლით დაასრულა – 16 ქულა და 16 მოხსნა. ტრადიციულად, სტაბილურად ითმაშა ნიკოლოზ თოთლაძემ, რომელიც 15 ქულით, 3 მოხსნითა და 5 პასით გამოირჩა.

ორბი ამ დროისთვის 2 მოგებითა და 1 მარცხით სუპერლიგის მეხუთე ადგილზეა. ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე რაში იქნება. მატჩი ტყიბულში პირველ ნოემბერს გაიმართება. მატჩი 14:00–საათზე დაიწყება.