ჩვენი რუბრიკა INSIDE ORBI გრძელდება. ჩვენს ვიდეოებში გაიცნობთ გუნდის კალათბურთელებს უფრო ახლოდან. ნახავთ, თუ როგორ იბრძვის კლუბი თითოეულ მატჩში და ნახავთ იმ კადრებს, რომლებიც ქომაგებისთვის ძირითად შემთხვევაში შეუმჩნეველი რჩება.
მეორე ეპიზოდში ჩვენს კალათბურთელ საბა ნარიმანიძეს გაგაცნობთ. გარდა ამისა ნახავთ, თუ როგორ მოვუგეთ თსუ–ს ტყიბულში და როგორ ვაჯობეთ ივერიონს სტუმრად გორში.