კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ორბიმ საქართველოს 18–წლამდე კალათბურთელთა A ლიგის მერვე ტურში ბრუკლინთან ითამაშა და მეტოქე 21 ქულით დაამარცხა – 73:52.

კახა ტომარაძის გუნდმა პირველი ტაიმი 37:28 მოიგო. ორბიმ მესამე პერიოდში 18:11 გაიმარჯვა, ხოლო ბოლო მეოთხედში მეტოქეს 18:13 სძლია და მიმდინარე სეზონში მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

ორბს 14 ქულით საბა დარჯანიამ ულიდერა. გუნდის კაპიტანს, ცოტნე რობაქიძეს 13 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დაუგროვდა. ლუკა კახიანმა 11 ქულა დააგროვა, ხოლო გუგა ქუთათელაძემ მატჩი 10 ქულით დაასრულა. ალექს ვარდოშვილს 9 ქულა ჰქონდა.

ჩვენს გუნდს რვა ტურში 4 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდა. ორბი ამ შედეგით 18-წლამდელთა ლიგაში მეშვიდე ადგილს იკავებს.