გია კაზანჯიანისა და შაკო ჩხიკვიშვილის გაწვრთნილმა 16-წლამდე გუნდმა A ლიგაში მეშვიდე მატჩი მოიგო. 16-წლამდელებმა თბილისი ბასკეტს უმძიმეს ბრძოლაში აჯობეს, მათ მეტოქე ორი ქულის სხვაობით დაამარცხეს.
ორბიმ პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგო (28:18), ხოლო მეორე მეოთხედი ფრედ დასრულდა (24:24). შესაბამისად, ჩვენი გუნდი მეორე ტაიმს კარგი უპირატესობით შეხვდა. თბილისი ბასკეტის კალათბურთელებმა მეორე ტაიმის ორივე მეოთხედი მოიგეს, თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
ნიკოლოზ ბაიდოშვილს ორმაგი დუბლი ჰქონდა. მან შეხვედრა 29 ქულით, 11 მოხსნით, 3 პასითა და 4 ჩაჭრით დაასრულა. ლუკა ჟვანიას 25 ქულა ჰქონდა. 10 და მეტი ქულა მატჩში გიორგი რაზმაძემ (14 ქულა) და დემეტრე დარჯანიამ (10 ქულა) დააგროვეს.
16–წლამდელები ბრწყინვალედ ასპარეზობენ და ამ დროისთვის მესამე ადგილზე არიან. ისინი მხოლოდ ზაზა ფაჩულიას აკადემიასა და ქუთაისს ჩამორჩებიან.
დორბი დეკემბერში კიდევ სამ მატჩს გამართავს: რუსთავი (11 დეკემბერი), VSA (15 დეკემბერი) და თელავი (19 დეკემბერი).