კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ორბიმ საქართველოს 18–წლამდე კალათბურთელთა A ლიგის მომდევნო ტურში თბილისი ბასკეტთან ითამაშა და მეტოქე 22 ქულით დაამარცხა – 94:72.

კახა ტომარაძის გუნდმა პირველი პერიოდი 29:13 მოიგო, შესვენებაზე კი 17 ქულიანი უპირატესობით გავიდა – 47:30. ორბიმ მესამე პერიოდი 28:23 მოიგო, ხოლო ბოლო პერიოდი ფრედ 19:19 დასრულდა.

ორბს გუნდის კაპიტანმა ულიდერა და მატჩი სამმაგი დუბლით დაასრულა. ცოტნე რობაქიძემ შეხვედრა 19 ქულით, 12 მოხსნით, 12 პასითა და 4 ჩაჭრით დაასრულა. ლუკა კახიანმა 17 ქულა ჩააგდო, ხოლო საბა დარჯანიას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა – 15 ქულა და 9 მოხსნა.

ორბი დეკემბერში კიდევ სამ მატჩს გამართავს: რუსთავთან (11 დეკემბერი), VSA-სთან (16 დეკემბერი) და თელავთან (19 დეკემბერი).