საკალათბურთო კლუბი ორბი 1998 წელს დაარსდა ზვიად დიდბარიძისა და ნინო ყიფშიძის მიერ. ერთი ფილიალით დაწყებული ისტორია 25 წელზე მეტია გრძელდება. ამჟამად კლუბი ხუთ ფილიალს და 1000-მდე მოსწავლეს აერთიანებს.
ეროვნული ლიგის წარმატება
ს.კ. ორბი 2019 წლიდან ასპარეზობდა ა ლიგაში, რომლის გამარჯვებული 2023 წელს გახდა ტყიბული ორბის სახელით. 2023 წლის სეზონიდან ტყიბული ორბი სუპერ ლიგაში ასპარეზობს.
განვავითაროთ და ხელი შევუწყოთ კალათბურთის, როგორც სპორტის პოპულარიზაციას, შევუქმნათ შესაძლებლობა ახალგაზრდებს განივითარონ საკალათბურთო უნარები. შევქმნათ ინკლუზიური და დადებითი გარემო, რათა ხელი შევუწყოთ გუნდურ მუშაობას, სპორტულ განვითარებას და პიროვნულ ზრდას.
ჩვენი მიზანი გავხდეთ რეგიონში წამყვანი კლუბი, რომელიც მოამზადებს, აღზრდის და აღმოაჩენს საკალათბურთო ტალანტებს, რომლებიც შემდგომში ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების ღირსებას დაიცავენ. შთავაგონოთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს მოთამაშეებს სრულად გამოავლინონ საკუთარი საკალათბურთო შესაძლებლობები და ცხოვრებისეული უნარები.
საკალათბურთო უნარების განვითარება, როგორიცაა სროლა, დრიბლინგი, დაცვა, გადაცემა, მოხსნა და ა.შ.
მოთამაშის განვითარება მენტალურად, გადაწყვეტილების მიღების უნარის, ლიდერობის და გუნდურობის თვისებების გამომუშავება.
აკადემიის მიზანია სისტემური მიდგომა მოთამაშეებთან და მათი ჩამოყალიბება შემდგარ სპორტსმენებად.
ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
სპორტი ყველასთვისაა და ჩვენთვის არ არსებობს განმასხვავებელი ფაქტორები.
ჩვენი კვალიფიციური მწვრთნელები ეხმარებიან მოთამაშეებს შეიძინონ მათვის აუცილებელი სპორტული და ადამიანური უნარები.
ჩვენი მიზანია გავხდეთ რეგიონში წამყვანი კლუბი, რომელიც მოამზადებს, აღზრდის და აღმოაჩენს საკალათბურთო ტალანტებს, რომლებიც შემდგომში ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების ღირსებას დაიცავენ.
შევქმნათ ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და ინკლუზიორობაზე დაფუძნებული გარემო.
შთავაგონოთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს მოთამაშეებს სრულად გამოავლინონ საკუთარი საკალათბურთო შესაძლებლობები და ცხოვრებისეული უნარები.
თორნიკე გიორგაძე
B.C. ORBI 2025. All rights reserved.
I will be back soon