სალომე კალანდაძის გაწვრთნილმა ორბიმ (2) 18–წლამდელთა B ლიგაში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ჩვენმა კალათბურთელებმა თბილისი არენაზე ვინგსი 17 ქულით დაამარცხეს – 68:51.
გუნდს 18 ქულით, 18 მოხსნითა და 4 პასით ლუკა მაზანიშვილმა ულიდერა. ზურაბ ჭეჭელაშვილს 15 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ პირველი პერიოდი ორბის კალათბურთელებმა 30:5 მოიგეს, რის შემდეგაც სათამაშო დრო ყველა კალათბურთელს მიეცა.
სამწუხაროდ, ამავე ლიგაში გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ორბი (3) სოხუმის კოლხასთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა – 61:67. ჩვენი გუნდი მხოლოდ ერთ ქულას აგებდა, როცა ორბის კალათბურთელზე თამაშის წესის დარღვევა არ დაფიქსირდა, რასაც მეტოქის სამქულიანიც მოჰყვა და გამარჯვებაც მათ დარჩათ.
იონა ტალახაძემ მატჩი 19 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა. ნიკოლოზ მიქიანს 11 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ რატი რუხაძის გაწვრთნილი ორბი ტყიბულიც B ლიგაში იასპარეზებს. მათი მეტოქე პირველ ტურში ჰიუნდაი 2 იქნება.