პირველი მოგება 18–წლამდელთა B ლიგაში, კალანდაძის გუნდმა ვინგსი დაამარცხა
სალომე კალანდაძის გაწვრთნილმა ორბიმ (2) 18–წლამდელთა B ლიგაში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ჩვენმა კალათბურთელებმა თბილისი არენაზე ვინგსი 17 ქულით დაამარცხეს – 68:51. გუნდს 18 ქულით, 18 მოხსნითა და 4 პასით ლუკა მაზანიშვილმა ულიდერა. ზურაბ ჭეჭელაშვილს 15 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ პირველი პერიოდი ორბის კალათბურთელებმა 30:5 მოიგეს, რის შემდეგაც სათამაშო დრო ყველა […]