ს.კ. ორბის ისტორია

ორბის ისტორია ორ ათწლეულზე მეტია რაც იწერება. 2000 წელს ნინო ყიფშიძე და ზვიად დიდბარიძემ პირისპირ მატჩის დროს აღმოაჩინეს რომ ორივეს გაწვრთნილ გუნდებს „ორბის“ სახელით მოიხსენიებდნენ, გადაწყვიტეს რომ გაერთიანებულიყვნენ და ერთად გაეწვრთნათ ახალგაზრდები.

წლების განმავლობაში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს ავარჯიშებდნენ, 2016 წელს კი გუნდმა კლუბის სახე მიიღო და თორნიკე გიორგაძე ჩაუდგა კლუბის მართვას. 2016 წელს ორბი მხოლოდ ერთ ფილიალს ფლობდა, დღეის მდგომარეობით კი კლუბი 5 ფილიალს აერთიანებს.

ამ ხნის განმავლობაში კლუბის ბაზაზე შეიქმნა ა ლიგის გუნდი, რომელიც სამი წელი ასპარეზობდა ტურნირზე.

2022 წელს საკალათბურთო კლუბმა ორბმა და ტყიბულის მერიამ გააფორმეს მემორანდუმი, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ახალი კლუბ "ტყიბულის ორბი". კლუბმა პირველსავე წელს შეძლო ა ლიგის მოგება.

კლუბს აქვს მოსწავლის განვითარების ხედვა და სთავაზობს აღსაზრდელებს შესაძლებლობას განვითარდნენ და მოხვდნენ დიდ გუნდებში.

2023 წლიდან ტყიბული ორბი სუპერ ლიგაში განაგრძობს წარმატებულ სვლას.

ჩვენი მისია

განვავითაროთ და ხელი შევუწყოთ კალათბურთის, როგორც სპორტის პოპულარიზაციას, შევუქმნათ შესაძლებლობა ახალგაზრდებს განივითარონ საკალათბურთო უნარები. შევქმნათ ინკლუზიური და დადებითი გარემო, რათა ხელი შევუწყოთ გუნდურ მუშაობას, სპორტულ განვითარებას და პიროვნულ ზრდას.

ჩვენი მიზანი გავხდეთ რეგიონში წამყვანი კლუბი, რომელიც მოამზადებს, აღზრდის და აღმოაჩენს საკალათბურთო ტალანტებს, რომლებიც შემდგომში ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების ღირსებას დაიცავენ. შთავაგონოთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს მოთამაშეებს სრულად გამოავლინონ საკუთარი საკალათბურთო შესაძლებლობები და ცხოვრებისეული უნარები.

BC ORBI

ს.კ. ორბი

I will be back soon

BC ORBI
Hey there 👋
How we can I help you?
Messenger