კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ორბიმ საქართველოს 18–წლამდე კალათბურთელთა A ლიგის მომდევნო ტურში მართვესთან ითამაშა და მეტოქე 8 ქულით დაამარცხა – 85:77.
კახა ტომარაძის გუნდმა პირველი პერიოდი ფრედ 20:20 დაასრულა, ხოლო შესვენებაზე მხოლოდ 2 ქულიანი უპირატესობით გავიდა – 40:38. ორბიმ მესამე პერიოდში 19:21 წააგო და ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე ანგარიში 59:59 იყო. ჩვენმა გუნდმა ბოლო პერიოდი 26:18 მოიგო და მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა.
ორბს გუნდის კაპიტანმა ულიდერა. ცოტნე რობაქიძემ მატჩი 24 ქულით, 6 მოხსნით, 4 პასითა და 4 ჩაჭრით დაასრულა. ალექს ვარდოშვილსა და ლუკა კახიანს 14-14 ქულა ჰქონდათ. ანდრია ლომაშვილმა 12 ქულა ჩააგდო, ხოლო გუგა ქუთათელაძემ შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.
ორბი ნოემბერში კიდევ ორ მატჩს გამართავს: აკადემიასთან 18 ნოემბერს და ბრუკლინთან 26 ნოემბერს.