გია კაზანჯიანისა და შაკო ჩხიკვიშვილის გაწვრთნილმა 16-წლამდე გუნდმა A ლიგაში მეექვსე მატჩი მოიგო. 16-წლამდელებმა თსუ-ს მარტივად აჯობეს – 62:36. პირველი ტაიმი 30:20 დასრულდა, თსუ-მ მესამე მეოთხედ ორი ქულით მოიგო, თუმცა გია კაზანჯიანის გუნდმა ბოლო პერიოდში 21:3 გაიმარჯვა და მორიგი მოგება იზეიმა.
ნიკოლოზ ბაიდოშვილმა და გიორგი რაზმაძემ ორმაგი დუბლები შეასრულეს. ბაიდოშვილმა შეხვედრა 16 ქულითა და 16 მოხსნით დაასრულა, გიორგი რაზმაძეს კი 12 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. დემეტრე დარჯანიამ 11 ქულა ჩააგდო. გუნდის კაპიტან ლუკა ჟვანიას კი საოცარი სტატისტიკა ჰქონდა – 17 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრა.
16–წლამდელები ბრწყინვალედ ასპარეზობენ და ამ დროისთვის მესამე ადგილზე არიან. დეკემბრის კალენდარი ჯერჯერობით უცნობია.