ორბი მეორე წრისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი წრე 6 მოგებითა და 4 მარცხით დაასრულა. ორბი ამ შედეგით მე–7 ადგილზეა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენის გუნდის მსგავსად 6 მოგება და 4 მარცხი 5 გუნდს დაუგროვდა.
პირველი წრის შემდეგ, გუნდს ნიკოლა ჯურიჩი და ბრაიან ბეიონი დაემშვიდობნენ. ბრაინი ლარი ოსტინმა შეცვალა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ლიგაში ნიუკასლ იგლზის ღირსებას იცავდა, ხოლო სერბი ჯურიჩის ნაცვლად გუნდში ჯიმი ბელი მოვიდა. სამწუხაროდ, ნოდარ გოგოძეს ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა. ტრავმა რამდენიმე მოთამაშეს აწუხებს. საბა ნარიმანიძემ ხელი მოიტეხა და ამჟამად რეაბილიტაციას გადის, ხოლო შონ მურს მხრის ტრავმა აქვს და გუნდში მის დაბრუნებას თებერვალში ველოდებით.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ტურნირების სრული განრიგი გამოაქვეყნა. ჩვენი გუნდი 2026 წელს სუპერლიგაში, ქორქია–საკანდელიძის მემორიალურ ტურნირსა და საქართველოს თასზე იბრძოლებს.
წლის პირველი ტურნირი საკანდელიძე–ქორქიას მემორიალი იქნება, სადაც B ჯგუფში მოვხვდით. 10 იანვარს პირველ ტურში რაშთან ვითამაშებთ, ხოლო 11 იანვარს თსუ–ს შევხვდებით. ამ ტურნირის ნახევარფინალები 13 იანვარს გაიმართება, ხოლო ფინალი 15 იანვარს შედგება.
ჩვენი მეტოქე საქართველოს თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე რაში იქნება. პირველი მატჩი 18 იანვარს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩში მეტოქეს ტყიბულში ვუმასპინძლებთ. შეხვედრა 23 იანვარს ჩატარდება. ჩვენი წყვილის გამარჯვებული ზესტაფონის მარგვეთისა და ვინგსი vs ბლექ ფორტრესის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
რაც შეეხება სუპერლიგას, ჩემპიონატის მეორე ნაწილს 31 იანვარს დავიწყებთ და იმერულ დერბიში ქუთაისს ვუმასპინძლებთ. გთავაზობთ სუპერლიგის მეორე წრის კალენდარს.
31 იანვარი, ტყიბული | ორბი VS ქუთაისი
7 თებერვალი, თბილისი | თსუ VS ორბი
15 თებერვალი, ტყიბული | ორბი VS ივერიონი
7 მარტი, თბილისი | რაში VS ორბი
10 მარტი, ტყიბული | ორბი VS გურჯაანის დელტა
15 მარტი, ბათუმი | ბათუმი VS ორბი
21 მარტი, ტყიბული | ორბი VS კავკასია
28 მარტი, თბილისი | VSA VS ორბი
1 აპრილი, ტყიბული | ორბი VS მარგვეთი
16 აპრილი, რუსთავი | რუსთავი VS ორბი