ვასილ სომხიშვილისა და ნიკა გარუჩავას გაწვრთნილმა გუნდმა 14–წლამდელთა ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ჩვენს გუნდს სეზონის ძალიან ცუდი სტარტი ჰქონდა და ზედიზედ ხუთ შეხვედრაში დამარცხდა, თუმცა მწვრთნელებმა კალათბურთელებთან ერთად სიტუაცია გამოასწორეს და ახლა უკვე მეხუთე ადგილზე არიან.

14–წლამდელთა მოგებების სერია ვინგსთან მატჩით დაიწყო, სადაც ორბიმ 82:72 გაიმარჯვა. ჩვენმა გუნდმა მომდევნო შეხვედრა ჰიუნდაის დაძაბულ ბრძოლაში მოუგო – 66:63. რაც შეეხება მერვე ტურს, ჩვენი გუნდის მეტოქე ვიქტორ სანიკიძის აკადემია იყო, რომელსაც 17 ქულით ვაჯობეთ და სეზონში მესამე გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩვენმა გუნდმა 78:61 გაიმარჯვა.

14–წლამდელები დეკემბერში კიდევ 4 მატჩს გამართავენ: ბასკოსთან (10 დეკემბერი), ქუთაისთან (15 დეკემბერი), დინამოსთან (17 დეკემბერი) და მენ სანასთან (19 დეკემბერი).